Tuesday, April 5, 2016

მგელი


მგელი
მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარიძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონიცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს სახვა ხროვის ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავა იმისა, რომ მგლის ხროვის წევრები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას, ისინი ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. ამიტომაა, რომ ეულად მოხეტიალე მგლებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა გზად მგლების ხროვას არ გადაეყარონ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას.



ფართობის მთლიანად საკუთარ ტერითორიად მითვისება მგლის ხროვას არ ძალუძს. ტყეში მობინადრე მგლები შედარებით პატარა ტერიტორიებს ითვისებენ. მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.





რთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.



No comments:

Post a Comment